კენკრის ,,პარფე"
რა ჯობია დილას მაცივარს რომ გამოაღებ და ეს სილამაზე დაგხვდება? წინა საღამოს საგულდაგულოდ მომზადებული საუზმე მთელი ღამე ელოდება თქვენთან შეხვედრას. ფუვდება ჩია, შვრიის ფანტელი და ხილთან ერთად დაუვიწყარ გემოს ვიღებთ. თან როგორი ჯანმრთელია!!! დღის საუკეთესო დასაწყისი!
ინგრედიენტები
მომზადება
,,პარფეს" ვიწყებ კენკრის სოუსის მომზადებით. პატარა ქვაბში ვყრი სასურველ კენკრას (გაყინულს) და ცოტა წყალთან ერთად პიურედ გადავაქცევ. ჭიქაში პირველი ფენა სწორედ კენკრის პიურეა. შემდეგ ზემოდან ვაყრი შვრიის ფანტელს, ვასხამ ნუშის რძეს და თაფლს. შვრიის ფანტელი ცოტა რომ გაფუვდება, დაახლოებით ერთ საათში ზემოდან ვამატებ ჩიას პუდინგს (იხ. რეცეპტებში) და ჭიქას მთელი ღამე ვტოვებ მაცივარში. ვიდრე მივირთმევ, ზემოდან ჩემს საყვარელ კენკრას ვაყრი და ყველაფერს ერთმანეთში ვურევ!
პ.ს ყოველთვის გქონდეთ საყინულეში კენკრა!!!